![2022/12/01/2a83fzalc6i6sfs.jpg](/uploads_script3/articles/2022/12/01/2a83fzalc6i6sfs.jpg)
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უამინდობის გამო, ზეკარის უღელტეხილზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
"რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ50-კმ88 (ზეკარის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - წერია დეპარტამენტის განცხადებაში.