logo
ENG



უგულავას დაპატიმრების ფონზე, კახა კალაძე Facebook-ში ვიდეოდიალოგს მართავს

10 თებ 202022:54
3 წუთის საკითხავი
 
wldwtau5b35838f.jpg

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების ფონზე, თბილისის მერი კახა კალაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვიდეოდიალოგს მართავს.

კალაძესთან ერთად მოქალაქეების კითხვებს თბილისის ვიცე-მერი, მერის მოადგილეები და გამგებლები პასუხობენ.

ვიდეოდიალოგი თითქმის 1 საათია მიმდინარეობს, თუმცა ამ დროის განმავლობაში მერს უგულავას საქმეზე არ უსაუბრია. ისინი მოქალაქეებს ინფორმაციას მხოლოდ დედაქალაქში მიმდინარე პროექტებზე აწვდიან.

აღსანიშნავია, რომ კახა კალაძემ უგულავას საქმეზე დღეს კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მან და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოში გამართულ მიღების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ საქმეზე კომენტარს „სხვა დროს“ გააკეთებენ.


close დახურვა