logo
ENG



უგულავას შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ კვირიკაშვილის გვერდი ფეისბუკიდან გაქრა

12 თებ 202000:04
3 წუთის საკითხავი
 
xvp568n0jy5n1ny.jpg

გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური გვერდი ფეისბუკზე აღარ იძებნება. მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერმა მთავრობის კრიტიკის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა, გვერდი ფეისბუკსივრციდან გაქრა უცნობი მიზეზების გამო. ამ ეტაპზე უცნობია, რატომ არ იძებნება გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური გვერდი.

შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს კვირიკაშვილმა ფეისბუკის მეშვეობით განცხადება გაავრცელა და მთავრობია მართლმსაჯულების ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენებაში დაადანაშაულა.


close დახურვა