„ანაფორა არ ნიშნავს სიწმინდეს, ანაფორაში შემოსილი ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს“ - ამის შესახებ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგი უგულავა გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აკეთებს.
„ჩვენ დავინახეთ ეს პრობლემები, პრობლემები არსებობს. ის, რომ ივანიშვილი საქართველოს ისტორიაში პირველად პირველი ხელისუფლებაა, რომელიც პირდაპირ ცდილობდა საპატრიარქოში პატრიარქის გადაყენებას და ახალი პატრიარქის დანიშნვას. მე შევახსენებ გენერალურ პროკურორს, უდიპლომო გაუნათლებელ ადამიანს, რომ ეს პირდაპირ არის კონსტიტუციის დარღვევა, იმიტომ რომ კონსტიტუციის მიხედვით სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისაგან გამიჯნულია. შესაბამისად ნებისმიერი მცდელობა ეკლესიის საქმეებში ასეთი ჩარევის, არის კონსტიტუციის დარღვევა,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.