logo
ENG



უგულავა: ზამბარა ბოლომდე არის გაწელილი და ბიძინას მოხვდება ცხვირში

14 ნოე 201921:12
3 წუთის საკითხავი
 
725i1sjiqizri1o.jpg

პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას გიგი უგულავამ მიმართა. „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოატყუა ხალხი.

„ივანიშვილმა გადააგდო ხალხი. ახლა ჩვენი ჯერია - ახლა ჩვენ უნდა გადავაგდოთ ეს მოძალადე ივანიშვილი. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ჩვენ ყველანი ვითმენდით მაშინ, როცა გვპირდებოდნენ სამოთხეს დედამიწაზე - ზოგს გულუბრყვილოდ, ზოგს ეჭვით, მაგრამ გვჯეროდა განვითარების, გვინდოდა უკეთესი მომავალი. დღევანდელი დღე არის მეგაგადაგდებისდღე, დღევანდელი დღე არის მეტაფიზიკური ტყუილის დღე - დღევანდელი დღე არის დიადი აფერისტის დღე. ის, რაც ჩვენ ვიხილეთ 2-3 დღის განმავლობაში, უკიდურესი ბრიყვი უნდა იყო, რომ დაიჯერო. ბიძინა ივანიშვილმა დღეს გვითხრა, რომ ვართ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები. ზამბარა ბოლომდე არის გაწელილი და მას მოხვდება ცხვირში“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

პარლამენტის აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. შეკრებილი მოსახლეობა აპროტესტებს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი პირველივე მოსმენით ჩავარდა.


close დახურვა