logo

უგულავა: კვარაცხელია მძევალია და ეს ნაგვები უკვე ადებენ ხელს, რომ პროვოკატორია

21 ოქტ 202020:03
3 წუთის საკითხავი
clock 16 clock 597

ზუგდიდში იქ, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, პროპუტინური პარტიის, ქართული მარშის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი გაბედავა მივიდა, რის შემდეგაც ადგილზე ვითარება დაიძაბა როგორც გიგი უგულავამ თქვა, გაბედავა იგინებოდა და ამბობდა, რომ კვარაცხელია "ნაცების მხარდამჭერია". მცირე სიტყვიერი დაპირისპირების და შეხლა-შემოხლის შემდეგ სწორედ ევროპული საქართველოს მხარდამჭერი დააკავეს. 

ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას თქმით, გიორგი გაბედავა ხელისუფლების პროპაგანდის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, მთავარი პრობლემა კი სწორედ ხელისუფლებაა, რომელიც მძევალდ აყვანილ ირაკლი კვარაცხელიას პროვოკატორად ნათლავს. 

"კვარაცხელია ჯერ ნაციონალური მოძრაობის წევრად გამოაცხადეს, მერე უგულავასთან მუშაობდაო და ახლა მოვიდა გაბედავა და დაიწყო ყვირილი - თქვებნი ზონდერიო. ადამიანი მძევალია და ასეთი უსისხლძრღვიები როგორ ხართ. 

გაბედავა ნულია, შნირია, გაბედავა არაფერი არ არი. პრობლემა არის ხელისუფლებაში. მოიყვანეს ახლა და მათი პროპაგანდისტული საშუალებებით ნახეთ... კვარაცხელიას, საცოდავს, შეძლება ხვალინდელი დღე არ გაუთენდეს და ეს ნაგვები უკვე ადებენ ხელს, რომ პროვოკატორია. ასეთი ცვედანი და უუნარო ხელისუფლება რომ არის. გაეთრევით ყველანი აქედან და ყველა პოლიციელს ვეუბნები, ვინც თავისი საქმით არ არის დაკავებული - მოგეკითხებათ სათითაოდ. არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილა მუდმივი და მოგეკითხებსთ კანონის აბუჩად აგდება". - თქვა გიგი უგულავამ.

ირაკლი კვარცხელია ერთ-ერთია იმათ შორის, რომლებიც ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში თავდამსხმელს მძევლად ყავს აყვანილი. თავდამსხმელმა კვარაცხელია აიძულა, მედიებს დაკავშირებოდა და მისი მოთხოვნები ამ გზით გაევრცელებინა. 

მალევე სხვადასხვა ფეისბუქ-გვერდებმა დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება, რომ ირაკლი კვარაცხელია მიხეილ სააკაშვილის და ენმ-ის ხელისუფლების მხარდამჭერია. 

ზუგდიდში სპეცოპერაცია დღეს დაახლოებით 14:00 საათიდან დაიწყო - გამსახურდიას ქუჩაზე საქართველოს ბანკის ფილიალს თავს ავტომატით და ხელყუმბარით შეიარაღებული კაცი დაესხა. მან მძევლად 30-მდე ადამიანი დააკავა. მათი ნაწილი გათავისუფლებულია. ტყვეობაში რჩება 18 მოქალაქე. თვდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს. 



close დახურვა