logo
ENG



უგულავა: მოგესალმებით ივანიშვილის პუტინიზირებულ რუსეთში

18 ნოე 201916:29
3 წუთის საკითხავი
 
hdr13s8w9zy0vgk.jpg

გიგი უგულავას განცხადებით, პარლამენტთან აქციის დარბევით ქვეყანა კიდევ უფრო უახლოვდება რუსეთს.

„აქციას, პირდაპირი მნიშვნელობით, ჯარით არბევენ. მაშინ როცა კანონის ზღვარზეა, თუმცა კონსტიტუციის ფარგლებშია ეს აქცია. ასე რომ, მოგესალმებით ივანიშვილის პუტინიზირებულ რუსეთში - ეს ხდება დღეს აქ,“ - ამბობს გიგი უგულავა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის თქმით, აქციას აქვს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და ისინი მწუხარებას გამოთქვამენ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

„ღრმა მწუხარება და მხარდაჭერა არის გამოთქმული საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან იმ მზაკვრობის მიმართ, რომელიც ივანიშვილმა ჩაიდინა ასე ფლიდურად და მუხანათურად. შეუძლებელია ეს ასე დარჩეს. მორალური კრიზისია პოლიტიკურთან ერთად - ვერანაირი რობოკოპებით, ძალის გამოყენებით ამას ვერ შეაჩერებ. ამას შეაჩერებს ერთდერთი რამ - რიგგარეშე პროპორციული არჩევნები. ივანიშვილი უკვე სპირალშია შესული დ შეცდომაზე შეცდომას უშვებს,“ - აცხადებს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებს პოლიციელებმა დასაშლელად ნახევარი საათი მისცეს რამდენიმე წუთის წინ, თუმცა მომიტინგეები დაშლას არ აპირებენ.


close დახურვა