logo
ENG



უგულავა: უნდა გამოჩნდეს, რომ ისინი გარბიან და კორდონის გარეშე ტუალეტშიც ვერ მიდიან

21 ნოე 201912:07
3 წუთის საკითხავი
 
woh56ma832o2tov.jpg

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ აქციების მიზანი მოქალაქეების მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნაა. ამასთან, უგულავას განმარტებით, მსგავსი აქტივობებით, აქციის მონაწილეები დაანახებენ მოსახლეობას, რომ ქვეყანა ვერ იმართება. გარდა ამისა, პოლიტიკოსმა "ფორმულას" ჟურნალისტს კანცელარიის ჭიშკარზე დადებული ერთ-ერთი ბოქლომის გასაღებიც გადასცა. 

"გამევსო ჯიბე ამ გასაღებებით, სახლის გასაღებებში ამერევა მალე. ასე ვარიგებ ხოლმე და თქვენც მოგცემთ. სინამდვილეში სიტუაცია არის ძალიან მარტივი. ესენი ცდილობენ, რომ გვაჩვენონ, თითქოს მუშაობენ. მაგრამ იმ მზაკვრული გეგმის მერე, რაც ჩაიდინა ივანიშვილმა,  პოლიციის კორდონის გარეშე ვეღარ იმუშავებენ. ადრე თუ გვიან, პოლიციელები მოვლენ იმ კონდიციაში და იტყვიან, რომ დაგვანებე თავი, აღარ შეგვიძლია. ჩვენი ტაქტიკა არის ამ სისტემის გამოფიტვა, სანამ ეს სისტემა არ ჩამოიშლება. კანონი არ დაგვირღვევია. ჩვენი ამოცანა ის იყო. უნდა გამოჩნდეს, რომ ისინი გარბიან და კორდონის გარეშე ტუალეტშიც ვერ მიდიან. უნდა გამოჩნდეს, რომ ქვეყანა ვერ იმართება და ეს უნდა გახდეს წინაპირობა რიგგარეშე პროპორციული არჩევნების", - განაცხადა უგულავამ "ფორმულასთან" საუბარში. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გაიმართა. აქციის მონაწილეებმა შენობის ჭიშკარს რამდენიმე ბოქლომი დაადეს.

 

 

 

 

 

 


close დახურვა