logo
ENG



უგულავა: ჩვენთვის ცნობილია, როგორ აპირებენ აქ შემოვარდნას, ჯერ შემოუშვებენ პროვოკატორს

22 თებ 202117:25
3 წუთის საკითხავი
 
უგულავა: ჩვენთვის ცნობილია, როგორ აპირებენ აქ შემოვარდნას, ჯერ შემოუშვებენ პროვოკატორს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ შსს-ს გეგმით, ნიკა მელიას დასაკავებლად, ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჯერ პროვოკატორს შეუშვებენ და შემდეგ "შევარდებიან". ამაზე მან ენმ-ს მთავარ ოფისში, ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც ოპოზიციის სხვა ლიდერებიც არიან შეკრებილი. 

"ჩვეთვის ცნობილია გეგმაც, რა გეგმითაც აპირებენ აქ შემოვარდნას. ჯერ შემოუშვებენ პროვოკატრს. [...] 

დღეს ღარიბაშვილი გვეუბნებოდა, რომ არ დაუშვებს პოლიციელის შეურაცხყოფას. პოლიციელის შეურაცხყოფა არის ის, რომ მარტო დატოვებს ხელისუფლება კრიმინალთან ბრძოლაში და მისცემს უკანონო დავალებას, დაარბიოს და დაასახიჩროს აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები. ამიტომ ჩვენი საზოგადოების მთავარი ადრესატია ყველა ის რიგითი პოლიციელი, რომელიც დგას არჩევანის წინაშე. არ შეასრულოთ ეს დავალება, უთხარით, რომ პოლიტიკური კრიზისი მაგიდასთან დაჯდომით უნდა მოგვარდეს", - აცხადებს უგულავა.  

მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება დაუმძიმა და პატიმრობა შეუფარდა, ის, ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში იმყოფება. მისი დაპატიმრება პრემიერ გახარიას გადადგომის შემდეგ "გადაიდო". სწორედ ამ პროცესებს მოჰყვა ღარიბაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელება.


close დახურვა