logo
ENG



უდუმაშვილი: ჩემი რჩევა იქნება ოცნებისთვის, რომ მოემზადონ ხელისუფლების გადაბარებისათვის

18 თებ 202011:44
3 წუთის საკითხავი
 

„ჩემი რჩევა იქნება ქართული ოცნებისთვის, რომ მოემზადონ ხელისუფლების გადაბარებისათვის,“ - ამ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი პარლამენტთან აკეთებს, სადაც ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

უდუმაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დასასრული ახლოვდება და საზოგადოების და ოპოზიციის წარმომადგენლების პროტესტი სულ უფრო გაძლიერდება.

„ჩემი რჩევა იქნება "ქართული ოცნებისთვის", რომ მოემზადონ ხელისუფლების გადაბარებისათვის იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უკვე დასრულებულია, ძალიან ცოტა დრო დარჩათ. გონს მოეგონ დროულად, რამე სისულელე არ ჩაიდინონ. ხალხის პროტესტი კიდევ და კიდევ გაძლიერდება“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია სრულად არის პიკეტირებული. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი ამბობენ, რომ სანამ საკანონმდებლო ორგანოში სანამ ყოფილი მთავარი პროკურორი ინიშნება ისინი პროტესტს გააგრძელებენ. 

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ის აღნიშნულ თანამდებობას 3 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე იკავებდა. 2018 წლის 31 მაისს კი მან გენერალური პროკურორის თანამდებობა ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმესთან" დაკავშირებული დარღვევების გამო დატოვა. 


close დახურვა