![votf8hcgjfzqp4e.jpg](/uploads_script/news/thumb_votf8hcgjfzqp4e.jpg)
უეფას შტაბ-ბინაში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი-ოფის წილისყრა ჩატარდა და გაირკვა, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფინალში გასვლის შემთხვევაში გადამწყვეტ დაპირისპირებას თბილისში, საკუთარ მოედანზე გამართავს. შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდმა D დივიზიონში გამარჯვების შედეგად, ნახევარფინალის საგზური უკვე მოიპოვა და იქ ბელორუსის ნაკრებს შეხვდება. ცნობილია, რომ ნახევარფინალური მატჩები 26 მარტს, ფინალური დაპირისპირება კი - 31 მარტს ჩატარდება.