logo
ENG



უზბეკეთის კინოლიგა: დსთ-ის ქვეყნების კინოსტუდიები და „ქართული ფილმი“ ალიანსს ქმნიან

04 აპრ 202213:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/04/1msogv8hgr505w2.jpg

უზბეკეთის კინემატოგრაფიის ლიგის ცნობით, დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს წამყვანმა კინოსტუდია "ქართულმა ფილმმა" გადაწყვიტეს გააერთიანონ შემოქმედებითი და კინოწარმოების რესურსები და ერთობლივი კინოსწარმოების ალიანსი შექმნეს.

31 მარტს, დუშანბეში გაიმართა შეხვედრა დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს კინოსტუდიების IV დირექტორთა საბჭოს, კინემატოგრაფიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

"საბჭოს მუშაობაში მონაწილეობდნენ დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს წამყვანი კინოსტუდიები. საბჭოს წევრებმა ერთხმად გადაწყვიტეს შექმნან ალიანსი სახელწოდებით "დსთ და საქართველოს კინოსტუდიების საერთაშორისო შემოქმედებითი ასოციაცია."- წერია უზბეკეთის კინემატოგრაფიის ლიგის განცხადებაში. 


close დახურვა