logo
ENG



უკლასო და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსია - ბოკერია პრემიერ-მინისტრის კრიტიკას პასუხობს

05 მარ 202014:15
3 წუთის საკითხავი
 

„ეს არის მაგალითი, როგორი არ შეიძლება იყოს ადამიანი, ვისაც პასუხისმგებლობა აბარია“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია კორონავირუსის საკითხზე პრემიერ-მინისტრი განცხადებას.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, შექმნილ მძიმე ვითარებაში, გიორგი გახარიამ კორონავირუსის პრევენციის რალურ გეგმაზე საუბარს, ოპონენტებზე თავდასხსმა არჩია.

„როგორი უკლასო და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი უნდა იყო, როცა პრემიერ-მინისტრი ხარ, ან გქვია, როცა ასეთ სერიოზულ საკითხზე გამოსვლისას, იმის მაგივრად რომ რეალურ გეგმებზე ლაპარაკობდე და არა სადღეგრძელოებზე, გახსენდება და პრიორიტეტს ანიჭებ საზოგადოების უმრავლესობაზე თავდასხმას, რომელიც არის კრიტიკული ხელისუფლების და ივანიშვილის რეჟიმის მიმართ. ამ ხალხისგან განსხვავებით, ჩვენ ვაპირებთ, რომ ხვალ კონკრეტული ნაბიჯები შევთავაზოთ მთავრობას და საზოგადოებას, რისი გაკეთებაც შესაძლებელია, როცა ასე დაარტყა ამ ყველაფერმა თითქმის ყველა ქვეყანას, ასევე საქართველოს ეკონომიკას და მათ მოქალაქეებს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას დღეს, მთავრობის სხდომაზე უპასუხა. პრემიერმა ოპონენტებს პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდა და აღნიშნა, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით არ ირჩევს.

 


close დახურვა