29 სექტემბერს უკრაინის უშიშროებისა და შეიარაღებულმა ძალებმა ერთიანი ოპერაცია ჩაატარეს და ვოლგოგრადის ოლქში მდებარე იარაღის საწყობზე იერიში მიიტანეს.
ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ კოლტუბანში მდებარე საწყობში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რაკეტებს, ტყვიაწამალსა და სხვადასხვა ფეთქებად მასალებს ინახავს.
უკრაინამ 600 კილომეტრის მანძილიდან საწყობზე იერიში 120 კამიკაძე დრონით მიიტანა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნის, ანდრეი კოვალენკოს თქმით, საწყობში ასევე ირანული ბალისტიკური რაკეტები ინახებოდა.