logo
ENG



უკრაინამ რუსეთის ნავთობქარხნებზე დრონებით იერიში მიიტანა

26 სექ 202611:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/26/g3h8tuwem5acac6.png

უკრაინამ კრასნოდარის მხარეზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული თავდასხმა განახორციელა.

დარტყმების სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იყო, მათ შორის  ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, სადაც რამდენიმე დარტყმის შემდეგ ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი საწარმოს ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. 

ილსკის ქარხანა ერთ-ერთ წამყვან ნავთობგადამამუშავებელ საწარმოდ ითვლება. 

პარალელურად  დრონების იერიშების შედეგად აფეთქებები და ხანძარი იყო აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. 

ასევე, უპილოტო საფრენი აპარატებს სამიზნე გახდა ქალაქ აზოვში ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანა, რომელიც თავდაცვითი მრეწველობისთვის საჭირო პროდუქციას აწარმოებს.

 

 

 


close დახურვა