logo
ENG



უკრაინამ საბრძოლო პირობებში ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა FP-7 პირველად გამოიყენა

02 ოქტ 202610:23
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/02/331uy3eveszi989.png

უკრაინამ თავის შეიარაღებაში არსებული ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა FP-7 საბრძოლო პირობებში პირველად გამოსცადა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში განაცხადა.

„უკრაინული ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა FP-7 — პირველი საბრძოლო გამოყენებაა. მადლობა შედეგისთვის. შემდეგი ნაბიჯი სერიული წარმოებაა“. პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ სად ან რა სამიზნის წინააღმდეგ იქნა რაკეტა გამოყენებული.

როგორც ცნობილია, რუსეთი უკრაინული ობიექტების წინააღმდეგ ბალისტიკურ რაკეტებს რეგულარულად იყენებს, ამიტომ მოსკოვთან ოთხნახევარწლიანი ომის ფონზე საკუთარი ტაქტიკური სარაკეტო სისტემების განვითარება კიევისთვის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.


close დახურვა