უკრაინაში „შტაინმაიერის ფორმულის" საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. საპროტესტო მსვლელობა შევჩენკოს პარკთან დაიწყო, შემდე კი აქციის მონაწილეები პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ გაემართნენ.
მსვლელობაში ასობით მოქალაქესთან ერთად უკრაინელი სამხედროებიც მონაწილეობენ. დემონსტრანტები მინსკში ხელმოწერილ შეთამხმებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით დონბასისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შესახებ კანონი ამოქმედდება, თუკი ადგილობრივი არჩევნები უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით ჩატარდება და მას ეუთო ცნობს.