logo
ENG



უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ბერდია ჯოხაძე საქართველოში ჩამოასვენეს

19 აგვ 202210:54
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ბერდია ჯოხაძე საქართველოში ჩამოასვენეს.

თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 19 აგვისტოს, 10:00 საათზე ჩამოფრინდა.

ჯოხაძეს ქაშუეთის ტაძარში დაასვენებენ, სადაც 12:00 საათიდან 20:00 საათამდე პანაშვიდი გაიმართება.

ბერდია ჯოხაძე 12 აგვისტოს, ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს რუსების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო გარდაიცვალა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აგრესორთან ბრძოლას 18 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.


close დახურვა