logo
ENG



უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ედიშერ კვარაცხელია საქართველოში ჩამოასვენეს

15 ოქტ 202217:46
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინაში გმირულად დაღუპული ედიშერ კვარაცხელია საქართველოში ჩამოასვენეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვარაცხელიას ოჯახის წევრები და მოქალაქეები შეიკრიბნენ და მას პატივი მიაგეს.

44 წლის მებრძოლი 10 ოქტომბერს დონეცკის ოლქში ბახმუტთან ოკუპანტების სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა. ის წალენჯიხიდანაა.

ედიშერ კვარაცხელია 2014 წლიდან უკრაინაში მსახურობდა. ის მონაწილეობდა, როგორც 2014 წელს დონბასის ომში, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომში.  

ოჯახის ცნობით, მებრძოლის ცხედარს დღეს საღამოს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც მისი სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ხვალ კი წალენჯიხაში, საკუთარ სახლში გადაასვენებენ და დაკრძალავენ.

ედიშერ კვარაცხელია მე-20 ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინის ომში დაიღუპა.


close დახურვა