საქართველოსა და უკრაინის დროშები, სანთლები და ჰიმნი - ასე დახვდნენ ომში გმირულად დაღუპულ გია ბერიაშვილსა და დავით რატიანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. სამოქალაქო პანაშვიდების შემდეგ, სამხედროებს შაბათს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. უცნობია მესამე მებრძოლის, მარიუპოლში ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპული ბახვა ჩიქობავას გადმოსვენების საკითხი.