logo
ENG



უკრაინაში დემოკრატიისა და გამბედაობის გამარჯვებას დავეხმარები - მაკრონი ინაუგურაციაზე

07 მაი 202215:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/07/k2p99wd80jp4w71.jpeg

პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინაუგურაცია გაიმართა. სიტყვით გამოსვლის დროს მან ურკაინაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საფრანგეთმა უნდა იმოქმედოს, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტის ესკალაცია, რომელიც რუსეთის აგრესიას მოყვება. გარდა ამისა, მან პირობა დადო, რომ უკრაინაში დემოკრატიისა და გამბედაობის გამარჯვებას დაეხმარება. 

მაკრონის თქმით, მისი არჩევით საფრანგეთმა აირჩია "თავისუფლების პროექტი დესტაბილიზირებულ მსოფლიოში".

24 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონი მეორე ვადით აირჩეს, რა დროსაც მან ულტრამემარჯვენე კონკურენტი - მარი ლე პენი დაამარცხა.

"წინ საფრანგეთისა და ევროპისთვის გადამწყვეტი მოქმედებების დროა", - თქვა მან.

გარდა ამისა, მაკრონმა პირობა დადო, რომ იმოქმედებს , რათა გახდნენ უფრო დამოუკიდებელნი, იცხოვრონ უკეთ და "გამოიმუშავონ საკუთარი ფრანგული და ევროპული პასუხები საუკუნის გამოწვევებზე".


close დახურვა