logo
ENG



უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

10 ივლ 202212:42
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კახა გოგოლი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე რომეო ფარულავა ავრცელებს.

ფარულავას ცნობით, ქართველი მებრძოლი ლუჰანსკის ოლქში დაიღუპა.

ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.

დღეის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთთან ომს 17 ქართველი მებრძოლი შეეწირა.


close დახურვა