უკრაინაში მასშტაბური საჰაერო განგაშია. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ალექსეი კულებას თქმით, კიევის ოლქში საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობს. მან მოსახლეობას მოუწოდა უსაფრთხო ადგილები არ დატოვონ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მანამდე კიევის მოსახლეობას აფეთქებების ხმა ესმოდა, რის შემდეგაც საჰაერო განგაში ამოქმედდა. კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ აფეთქებები დედაქალაქში უკრაინული საჰაერო თავდაცვის მუშაობის შედეგია. ვრცელდება ცნობები კიევის თავზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერი რაკეტის ჩამოგდების შესახებ.
როგორც კიევის პოლიციის უფროსმა ანდრეი ნებიტოვმა აღნიშნა, არსებობს სარაკეტო დარტყმების და დრონების მეშვეობით თავდასხმების საფრთხე.