უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებულ 11 პოლიტიკურ პარტიას საქმიანობას უჩერებენ. გადაწყვეტილება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბური ომის დაწყებას უკავშირდება და კონკრეტულ პარტიებს ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი ტიპის საქმიანობა ეზღუდებათ.
"ომის დროს კარგად გამოჩნდა კონკრეტული პოლიტიკოსების პირადი ამბიციები, გამოჩნდა, რომ ზოგიერთი ცდილობს პარტია ან კარიერა სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა დააყენოს. პოლიტიკოსების მოღვაწეობა, რომელიც მიმართულია კოლაბორაციაზე, კრახით დასრულდება და ხისტ პასუხს მიიღებს", - თქვა ზელენსკიმ.
საუბარია შემდეგ პარტიებზე:
ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის, პარტია შარია, ჩვენები, ოპოზიციური ბლოკი, მემარცხენე ოპოზიცია, მემარცხენე ძალების კავშირი, სახელმწიფო, უკრაინის პროგრესული სოციალისტური პარტია, უკრაინის სოციალისტური პარტია, პარტია სოციალისტები, ვლადიმერ სალდოს ბლოკი.