უკრაინაში რუსეთის შეჭრას, სულ მცირე, 323 ბავშვი ემსხვერპლა.
დაჭრილი და დაშავებულია - 583.
რუსეთის შეიარაღებულ თავდასხმას უკრაინაში ბავშვებს შორის ყველაზე დიდი მსხვერპლი დონეცკის, ხარკივის, კიევის, ჩერნიგივის, ლუჰანსკის, ხერსონის, ნიკოლაივის, ზაპოროჟიეს და სუმის ოლქებში მოჰყვა.
ეს მონაცემები საბოლოო არ არის. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ იმ რეგიონებში, სადაც საომარი მოქმედებები გრძელდება და დროებით რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, მოკლულთა და დაშავებულთა აღრიცხვა ვერ ხერხდება.
რუსების მიერ დაბომბვის შედეგად დაინგრა 2028 სასწავლო დაწესებულება, მათგან 209 სრულიად განადგურებულია.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ლტოლვილად იქცა 12 მილიონზე მეტი ადამიანი.