logo
ENG



უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თურქეთში გაიმართება

27 მარ 202218:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/27/13z6rz4o662ers3.png
ფოტო: Reuters

უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თურქეთში გაიმართება. 

როგორც რადას ფრაქცია ხალხის მსახურის ლიდერმა და მოლაპარაკებებში უკრაინული მხარის წარმომადგენელმა, დავით არახამიამ აღნიშნა, შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, ონლაინ შეხვედრის დროს მიიღეს. 

არახამიას თქმით, მოლაპარაკებები 28-30 მარტს არის დაგეგმილი. 

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. უკვე 32 დღეა, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. ლტოლვილად რამდენიმე მილიონი ადამიანი იქცა. 

 


close დახურვა