logo
ENG



უკრაინა: რუსეთი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში უკრაინაზე მასიური თავდასხმისთვის ემზადება

12 იან 202313:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/12/1rpb04qs5pobfdt.jpg

უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია ჰუმენიუკის განცხადებით, რუსეთი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში უკრაინაზე მასიური თავდასხმისთვის ემზადება. 

"სავარაუდოდ, მზადდება ასეთი თავდასხმა, რადგან საოკუპაციო ძალების წვრთნის სიხშირე ზუსტად ასეთია: მათ ხელახალი აღჭურვისთვის სჭირდებათ დაახლოებით 10-12-14 დღე, უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული მასიური თავდასხმის შემდეგ.

სავარაუდოდ, ისინი [რუსები] შეტევის გამეორებას გეგმავენ. და შესაძლოა, იყოს შერეული ტიპის, როცა გამოყენებული იქნება რაკეტები და ირანული წარმოების დრონები", - თქვა უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელმა.

ჰუმენიუკის თქმით, მტრის რაკეტების მარაგი უკვე გადაჭარბებულია საგანგებო მარაგის ლიმიტს, ამიტომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ "შერეული პრაქტიკა".


close დახურვა