logo
ENG



უკრაინა ადასტურებს, რომ რუსეთის ქალაქ კურსკში FSB-ს შენობაზე იერიში მიიტანეს

24 სექ 202315:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/24/gcir7etvmkwrd91.jpg

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი ადგილობრივ მედიასთან ადასტურებს, რომ რუსეთის ქალაქ კურსკზე იერიში მიიტანეს და FSB-ს შენობას დაესხნენ თავს. მისი თქმით, შენობას ხანძარი გაუჩნდა.

"ეს ფაქტია. ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ", - ამბობს ის.

მანამდე კურსკის ოლქის გუბერნატორმა ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ უკრაინული დრონი თავს დაესხა ადმინისტრაციულ შენობას. რუსი ოფიციალური პირი ამტკიცებდა, რომ მხოლოდ ოდნავ იყო სახურავი დაზიანებული. 

როგორც ადგილობრივები წერდნენ, აფეთქებამდე ქალაქის სხვადასხვა ნაწილში დრონები შენიშნეს, შემდეგ კი აფეთქების ხმებიც გაიგეს.

 

close დახურვა