უკრაინელი რეჟისორი ევროპას მოუწოდებს ვლადიმერ პუტინს არ ენდოს.
ოლეგ სენცოვი დღეს ევროპარლამენტში სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა და ევროდეპუტატებს სიტყვით მიმართა.
მისი თქმით, რუსეთს უკრაინაში მშვიდობა არ სურს და მიზნად ისახავს ძალის გამოყენებით მოახდინოს გავლენა ევროპულ და გლობალურ პოლიტიკაზე.
უკრაინელმა რეჟისორმა რუსეთის ციხეში ტერორიზმის ბრალდებით 4 წელი გაატარა. ევროპარლამენტმა სენცოვს სახაროვის სახელობის პრემია შარშან მიანიჭა, როდესაც ის ჯერ კიდევ ციხეში იყო. ჯილდო კი დღეს საზეიმო ვითარებაში გადასცეს. უკრაინელი რეჟისორი რუსებმა ტყვეების გაცვლის დროს, სექტემბერში გაათავისუფლეს.