logo
ENG



უკრაინელმა ლტოლვილებმა ევროკავშირში ცხოვრების 3-წლიანი უფლება მიიღეს

04 მარ 202202:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/04/v5k4g1f5xcp7kq9.png

უკრაინელმა ლტოლვილებმა ევროკავშირში ცხოვრების 3-წლიანი უფლება მიიღეს.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, ქვეყნის დატოვება თითქმის 875 000 ადამიანს მოუწია.

"454 000 პოლონეთში გაემგზავრა, 116 000 - უნგრეთში, 67 000 სლოვაკეთში, 45 000 - რუმინეთში, ხოლო 79 000 მოლდოვაში. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, უკრაინის მოქალაქეებს, როგორც რეზიდენტებს ექნებათ უფლება იმუშავო, მიიღონ სამედიცინო დახმარება, საცხოვრებელი სახლი და განათლება პირველი ერთი წლის განმავლობაში, თავშესაფრის მირების ხანგრძლივი პროცედურის გავლის გარეშე. თუ კონფლიქტი უფრო მეტხანს გაგრძელდება, ან ლტოლვილები სამშობლოში დაბრუნებას ვერ შეძლებენ, მაშინ ეს სტატუსი გაუხანგრძლივდებათ კიდევ 2 წლით", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა