logo
ENG



უკრაინიდან ლტოლვილი ადამიანების რიცხვმა 1 მილიონს მიაღწია

03 მარ 202208:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/03/y70jvwgfev93xbs.jpeg

უკრაინიდან ლტოლვილი ადამიანების რიცხვმა 1 მილიონს მიაღწია. 

გაეროს განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, 1 კვირაზე ნაკლებ დროში, ქვეყნის მოსახლეობის 2%-ზე მეტი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი და ქვეყანა დაეტოვებინა. 

ყველაზე მასობრივი ევაკუაცია ხარკოვიდან მოხდა, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქიდან, რომელსაც რუსული ჯარები უტევენ და ბომბავენ.

გაერო აცხადებს, რომ ადამიანების უმეტესი ნაწილი ბომბებს გაურბოდა და მატარებელში ასვლას ცდილობდა, მაგრამ ბევრმა მათგანმა არც იცოდა, საით წავიდოდა. 


close დახურვა