ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის ფარგებშიც უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო სისტემა NASAMS-ის წარმოება დაიწყება.
კონტრაქტის ღირებულება 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. პენტაგონის ინფორმაციით, ხელშეკრულება გაფორმდა კომპანია Raytheon Technologies Co-სთან (RTX.N) და სულ 6 საჰაერო თავდაცვის სისტემა დამზადდება.
"სამუშაო შესრულდება ტეუკსბერიში, მასაჩუსეტსი, სავარაუდო დასრულების თარიღით 2025 წლის 28 ნოემბერი", - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.