logo
ENG



უკრაინის, რუსეთის, ბელარუსის საზღვარზე, "სამი დის" მონუმენტთან აფეთქება მოხდა

31 მაი 202315:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/31/cj6v56ygpbk20o8.png

რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის საზღვარზე, "სამი დის" მონუმენტთან აფეთქება მოხდა. ამსახველი ვიდეო 31 მაისს სოციალურ ქსელებში გაჩნდა.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ აფეთქება რუსული მხრიდან 30 მაისს მოხდა. სამსახურის წარმომადგენელმა ანდრე დემჩენკომ უკრაინსკაია პრავდასთან თქვა, რომ რუსებმა ჩერნიგოვიდან ბრიანსკამდე მიმავალი გზა, სავარაუდოდ, ოლქის ცენტრზე უკრაინელებზე თავდასხმის შიშით ააფეთქეს.

რუსეთისა და ბელარუსის სასაზღვრო სამსახურებს სამი ქვეყნის სასაზღვრო პუნქტზე მომხდარ აფეთქებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

"სამი დის" მონუმენტი გომელის, ბრიანსკისა და ჩერნიგოვის ოლქების საზღვარზე 1975 წელს ააგეს. ძეგლი სამი „მოკავშირე რესპუბლიკის“ მეგობრობას ეძღვნება.


close დახურვა