logo
ENG



უკრაინის ანტიკორუფციული: ინფორმაცია ოლენა ზელენსკას შესაძლო დაპატიმრების შესახებ სიცრუეა

18 მაი 202611:16
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/18/fjsszd854zvpqo1.jpeg

უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ და პროკურატურამ უარყვეს რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაინის პრეზიდენტის მეუღლის, ოლენა ზელენსკას, მიმართ გამოძიება მიმდინარეობს და ის შეიძლება, დააპატიმრონ. მანამდე რუსულმა სახელმწიფო პროპაგანდისტულმა სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ საკუთარ ძალოვან სტრუქტურებში არსებულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინული ანტიკორუფციული უწყებები პირველი ლედის დასაპატიმრებლად ემზადებოდნენ.

საკუთარ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ განცხადებებში უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა აღნიშნეს, რომ რუსულ და პრორუსულ მედიაში „აგორებული დეზინფორმაციის მორიგი ტალღა“  მიზნად ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლის დისკრედიტაციას, ქვეყანაში შიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციასა და სრულმასშტაბიანი ომის მძიმე პირობებში უკრაინელი ხალხის ერთიანობის შესუსტება ისახავს.

კიევი მიიჩნევს, რომ მსგავსი წინასწარ განზრახული საინფორმაციო მანიპულაციები აგრესორი სახელმწიფოს მხრიდან წარმოებული სისტემური დეზინფორმაციული კამპანიის განუყოფელი ნაწილია.


close დახურვა