logo
ENG



უკრაინის გენპროკურორის თქმით, რუსეთის ჩადენილი ომის დანაშაულების 14 000 შემთხვევას იძიებენ

26 მაი 202219:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/26/io9e0dzlnnzc2qt.jpg
Reuters

უკრაინის გენერალური პროკურორი BBC-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი ოფისი რუსული ძალების მხრიდან უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების თითქმის 14 000 შემთხვევას იძიებს.

ლონდონში ვიზიტისას ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ ყოველდღიურად ამ რიცხვს 100-დან 200-მდე ახალი შემთხვევა ემატება.

ვენედიქტოვა ლონდონში ბრიტანეთის პროკურორს სუელა ბრავერმენს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა, რათა განიხილოს რისი გაკეთება შეუძლია დიდ ბრიტანეთს და სხვა დასავლურ ძალებს, რომ გამოძიების პროცესის დასახმარებლად.

„დღეს ჩვენ თითქმის 14 000 საქმე გვაქვს მხოლოდ ომის დანაშაულების და დაახლოებით 6 000, რაც მასთან კავშირშია. ეს იმას ნიშნავს, რომ რომ შემთხვევების დიდი რიცხვი გვაქვს და ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტია: დამატებით 100, დამატებით 200, გააჩნია დღეს“, - განაცხადა ირინა ვენედიქტოვამ.

გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ ომის დანაშაულებიდან ყველაზე ხშირი სამოქალაქო შენობების, განსაკუთრებით საავადმყოფოებისა და სკოლების დაბომბვა.

მისი თქმით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 1 000-ზე მეტი სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობები განადგურდა.

ვენედიქტოვას თქმით დანაშაულების დიდი ნაწილი მოქალაქეების მკვლელობას, მაროდიორობასა და გაუპატიურებას შეეხება.

ის აცხადებს, რომ პროკურორის ოფისმა უკრაინაში რუსეთის მხრიდან გენოციდის სამხილების ძიებაც დაიწყო..

„მე სრულად ვეთანხმები, რომ უკრაინაში გენოციდია. რატომ? იმიტომ რომ რუსული ჯარი და რუსი უმაღლესი მეთაურები მოდიან [უკრაინაში], რათა გაანადგურონ უკრაინის სახელმწიფო, მოკლან ყველა უკრაინელი და მათ სურთ, რომ ეს მიწა რუსეთის ფედერაციის ნაწილი იყოს.“ - განაცხადა ვენედიქტოვამ.

ვენედიქტოვას თქმით, ომის დანაშაულების გასამართლებას უკრაინის სასჯელაღსრულების ორგანოები უნდა გაუძღვნენ, თუმცა აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უნდა მიიღოს მონაწილეობა რუსეთის გენერლების და მაღალჩინოსნების გასამართლებაში, მათ შორის პოტენციურად პრეზიდენტი პუტინის გასამართლებაშიც.

„ჩვენ ყველას გვესმის რომ ის დიდი თევზია, ეს თევზი საერთაშორისო სამართლისთვისაა“, - განაცხადა ვენედიქტოვამ.


close დახურვა