logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: რუსული ჯარები დონეცკში, მთელი ხაზის გასწვრივ, შეტევას ახორციელებენ

23 აპრ 202210:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/23/f3cvdsij77mp30v.jpg

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ძალები დონეცკის მიმართულებით, მთელი ხაზის გასწვრივ, შეტევაზე არიან. 

"მტრის შეტევა კონცენტრირებულია სევეროდონეცკის მიმართულებით, ისინი ახორციელებენ ინტენსიურ საცეცხლე შეტევას ჩვენს ჯარებზე, რათა შექმნან პირობები სლავიანსკზე შეტევის განვითარებისთვის". - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში. 

გარდა ამისა, გენშტაბი წერს, რომ მარიუპოლის მიმართულებით რუსული არმია აგრძელებს აზოვსტალის ბლოკადას, სადაც მარიუპოლის მცველები არიან განლაგებულები, ასევე, იმყოფება 1000-ზე მეტი ჩვეულებრივი მოქალაქე. პარალელურად, რუსეთი ახორციელებს საჰაერო დარტყმებს მარიუპოლზე, მათ შორის, შორ მანძილზე მყოფი თვითმფრინავების გამოყენებით. 

რუსი სამხედროები ცდილობენ, დაიკავონ პოზიციები ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებთან, მაგრამ განიცდიან სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვან დანაკარგს. 

რუსული ქვედანაყოფები ახორციელებენ შეტევითი და თავდასხმის ოპერაციებს ქალაქ იზიუმის სამხრეთით. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბი აცხადებს, რომ ამ გზით რუსული არმია ცდილობს, გარს შემოუაროს უკრაინული ჯარების დონბასის დაჯგუფებას.

იზიუმში მოქმედებენ 64-ე ცალკეული მოტორიზებული ბრიგადის ქვედანაყოფები, რომლებსაც უკრაინის ხელისუფლება ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში ხოცვა-ჟლეტაში ადანაშაულებს.


close დახურვა