logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით წინ წაიწიეს

25 აგვ 202315:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/25/u1oug7oztrt20o8.jpg

უკრაინულმა ძალებმა ზაპოროჟიეს სამხრეთით რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის, ტოკმაკისაკენ მიიწევენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს.

კერძოდ, გენშტაბის განცხადებით, უკრაინელთა წინსვლა ძირითადად ორი მიმართულებით, აღმოსავლეთით მდებარე სოფელ ნოვოპროკოპივკასა და კიდევ ერთი პატარა დასახლების ოჩერეტუვატეს მიმართულებით, გამოიხატება

"ქვედანაყოფები ამაგრებენ თავიანთ პოზიციებს, იდენტიფიცირებულ მტრის სამიზნეებს უხსნიან ცეცხლს და ატარებენ კონტრშეტევით ოპერაციებს“. - ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.

ამასთანავე, ამ კვირის დასაწყისში უკრაინელებმა განაცხადეს,რომ მათ სოფელი რობოტინე რუსი სამხედროებისაგან გაათავისუფლეს, ხოლო ბრძოლა ამ სოფლის სამხრეთით ჯერაც გრძელდება.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა