logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: 20 დღეში რუსეთმა ომში მონაწილე ძალების 40% დაკარგა

16 მარ 202204:40
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინის გენშტაბი: 20 დღეში რუსეთმა ომში მონაწილე ძალების 40% დაკარგა

უკრაინის გაერთიანებული სამხედრო ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 15 მარტის მონაცემებით, ომის 20 დღეში რუსეთმა თავისი სამხედრო ძალის 2/5 დაკარგა. 

"2022 წლის 15 მარტის მდგომარეობით, მტერმა დაკარგა (სრულად განადგურდა ან საბრძოლო უნარი დაკარგა) უკრაინის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებულ "ოპერაციაში" მონაწილე ნაწილების 40%-მდე". - აცხადებს გენშტაბი. 

გარდა ამისა, უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ რუსეთის შეტევა ყველა მიმართულებით კვლავ შეჩერებულია. უკრაინული მხარისთვის მარიუპოლში ყველაზე მძიმე ვითარებაა.


close დახურვა