logo
ENG



უკრაინის გენშტაბი სოფელ ანდრიივკას გათავისუფლებას ადასტურებს

15 სექ 202310:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/15/kl5hhck3n770wwn.jpg

უკრაინული მხარე ადასტურებს, რომ დღეს დილით, შეტევის შედეგად მოხერხდა ბახმუტის სამხრეთით მდებარე სოფლის, ანდრიივკას გათავისუფლება. აღნიშნული სოფელი ოკუპანტების ხელში ამ წლის მაისში ჩავარდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსულმა მხარემ განიცადა მნიშვნელოვანი დანაკარგი როგორც ტექნიკის, ასევე სამხედროების თვალსაზრისით. ხოლო უკრაინელმა მეომრებმა მოახერხეს ზოგიერთი ტერიტორიის გამაგრება.

„თავდასხმის ოპერაციების დროს, მათ დაიკავეს ანდრიივკა დონეცკის ოლქში“, - განაცხადეს გენერალურ შტაბში.

ამასთანავე, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს დონეცკის რეგიონის სამხრეთითაც. გენერალური შტაბის სპიკერის, ანდერი კოვალოვის თქმით, უკრაინელებმა შეძლეს ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით ოკუპანტების ყველა იერიშის მოგერიება.


close დახურვა