ლიპეცკის სამხედრო აეროდრომზე ორი რუსული გამანადგურებელი - Су-30 და Су-27 - განადგურდა. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო (ГУР) ავრცელებს.
უწყების ცნობით, ოპერაცია რუსეთის სამხედრო აეროდრომზე 20–21 დეკემბრის ღამეს განხორციელდა. შედეგად, აეროდრომზე გაჩენილი ხანძრის დროს ორი საბრძოლო თვითმფრინავი დაიწვა.
ГУР-ის პრესსამსახურის განცხადებით, სპეციალური ოპერაციის დაგეგმვას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდა. მათივე ინფორმაციით, მოქმედება უშუალოდ რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედი წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლის მონაწილეობით განხორციელდა.
უკრაინული მხარის შეფასებით, Су-30-ისა და Су-27-ის საერთო ღირებულება შესაძლოა 100 მილიონ დოლარამდე იყოს. აღნიშნული გამანადგურებლები, ГУР-ის განცხადებით, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში ჰქონდა გამოყენებული.
