უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვი დატოვა და ის ნოვგოროდის ოლქში, ქალაქ ვალდაიში გადაჰყავთ.
ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Pravda უკრაინის დაზვერვიდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ჩვენ უკვე გვაქვს მონაცემები, რომ პუტინი ტოვებს მოსკოვს. ის ვალდაიში მიჰყავთ" - აცხადებს წყარო გამოცემასთან.
პუტინის პრესსამსახურმა დმიტრი პესკოვმა უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა რომ პუტინი „კრემლში მუშაობს“.
უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ აქვთ ინფორმაცია მოსკოვში პანიკაზე და მათი ცნობით, რუსეთის ძალები მოსკოვთან მისასვლელ ხიდებთან ძალების მობილიზაციისთვის ემზადებიან.