უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის წარმომადგენლის ანდრეი იუსოვის განცხადებით, "რუსების მთელი ქვედანაყოფები ტყვედ ბარდებიან".
როგორც იუსოვმა აღნიშნა, უკრაინული სახელმწიფო პროექტის - "მინდა ვიცხოვრო" საინფორმაციო რესურსებით, რომელიც ოკუპანტებს ტყვედ ჩაბარების საშუალებას აძლევს, უკვე 1 მილიონ 200 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.
იუსოვი ამბობს, რომ ამ ადამიანების უმეტესობა რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება.
"ეს ჯერ არ არის პირდაპირი მიმართვები, მაგრამ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პუტინის ოკუპანტების უკრაინის წინააღმდეგ სისხლიან უსამართლო ომში საკუთარი თავისთვის ან ახლობლებისთვის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას სწავლობენ", - ამბობს იუსოვი.
მისი თქმით, ყოველდღიურად ცხელი ხაზის, ჩატ-ბოტისა და სხვა კონტაქტების მეშვეობით პროექტს 100-ზე მეტი ადამიანი მიმართავს.
"არის შედეგები და ისინი ეხება როგორც ცალკეულ რაშისტებს, რომლებიც ტყვედ ბარდებიან, არამედ ასევე მთელ დანაყოფებს, და ესენი არიან არა მხოლოდ რიგითები, არამედ ოფიცრებიც. თუმცა ყველაზე აქტიურები, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ მობილიზებულები არიან. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ ესმით საერთოდ რა უნდა გააკეთონ უკრაინის ომში და რატომ არიან აქ", - განაცხადა მთავარი დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელმა.