logo
ENG



უკრაინის დაზვერვა: ყირიმში მდებარე რუსულ ბაზაზე დრონით დარტყმა განვახორციელეთ

26 აგვ 202311:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/26/u7ulkyhyhxp5k3y.jpg

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტო (GUR) იუწყება, რომ უპილოტო საფრენი აპარატით მოხერხდა ანექსირებულ ყირიმში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე იერიშის მიტანა.

ცნობილია, რომ გუშინ, 25 აგვისტოს, უკრაინამ დრონებით ყირიმის ნახევარკუნძულის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოორდინირებული თავდასხმა განახორციელა.

რუსული მხარის ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ 42-ვე დრონის ჩამოგდება მოახერხა, სანამ ისინი სამიზნეებზე შეტევას განახორციელებდნენ.

მიუხედავად ამისა, დღეს უკრაინის დაზვერვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, თავდასხმა მაინც განხორციელდა რუსულ სამხედრო ბაზაზე, რომელიც ქალაქ პერევალნოიეში, უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაახლოებით 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

”ჩვენ ვადასტურებთ, რომ დარტყმა მართლაც განხორციელდა”, - განაცხადა GUR-ის სპიკერმა ანდრეი იუსოვმა.

გამოცემა Reuters-ის გადმოცემით, ადგილობრივები მსხვერპლის, აფეთქებებისა და ჩაკეტილი გზების შესახებაც იტყობინებოდნენ.


close დახურვა