logo
ENG



უკრაინის დაზვერვის ცნობით, მოსკოვში, აეროდრომზე რუსული ვერტმფრენი Ka-32 გაანადგურეს

26 აპრ 202416:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/26/just2vnqt1q1dl1.jpg

უკრაინის დაზვერვის ცნობით, მოსკოვში, აეროდრომზე რუსული ვერტმფრენი Ka-32 გაანადგურეს.

"გუშინ ღამით მოსკოვში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოსტაფიევოს აეროდრომზე განადგურდა მტრის მრავალფუნქციური ვერტმფრენი Ka-32.

აეროდრომი ეკუთვნის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და ოპერირებს გაზპრომავიასთან ერთად, რომელიც გაზპრომის ნაწილია", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი ვერტმფრენს მისი საოკუპაციო ჯარების ოპერაციების მხარდასაჭერად იყენებდა.


close დახურვა