logo
ENG



უკრაინის ელჩი: ვითარებას ხელს არ უწყობს, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩი ჯერ კიდევ თბილისშია

18 აგვ 202019:30
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინის ელჩი: ვითარებას ხელს არ უწყობს, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩი ჯერ კიდევ თბილისშია

საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი "სამწუხაროს" უწოდებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში ჯერ კიდევ თბილისში რჩება.

"ეს არ ეხმარება ვითარებას", - ამბობს ელჩი ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში.  მისივე თქმით, ერთ ადამიანს, თუნდაც ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იყოს, არ შეუძლია საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების კეთილი ნება დააზიანოს.

ამავე ინტერვიუში ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველო და უკრაინა ცხადად ამჟღავნებენ, რომ არიან პარტნიორები, მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები, "არა მხოლოდ პრეზიდენტები და ორი ქვეყნის ხელისუფლება, არამედ ხალხი".

"ხალხის კეთილი ნება გვიბიძგებს, ოფიციალურ პირებსა და ხელისუფლებებს, რომ უფრო მჭიდროდ ვიმუშაოთ და, რა თქმა უნდა, სააკიშვილის ირგვლივ არსებული სიტუაცია გარკვეული გავლენის მქონეა და, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ საქართელოს ელჩი უკრაინაში, ჯერ კიდევ თბილისში რჩება", - განაცხადა იგორ დოლგოვმა ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში.

მაისში ქართულმა ოცნებამ თეიმურაზ შარაშენიძის კიევიდან გამოძახების გადაწყვეტილება უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მიიღო. 


close დახურვა