logo
ENG



უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი დაკრძალეს

22 მარ 202619:17
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/22/mf1zgefnixqgbto.jpg

უკრაინული მედიის ცნობით, კიევში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქის, ფილარეტის დაკრძალვის ცერემონია დასრულდა.

საპატიო პატრიარქის დაკრძალვის ცერემონია დილით წმინდა მიქაელის ტაძარში დაიწყო, სადაც კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ საღვთო ლიტურგია აღავლინა, რომელსაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსები დაესწრნენ.

საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ პატრიარქ ფილარეტის ცხედარი წმინდა ვოლოდიმირის ტაძარში გადაასვენეს, სადაც ფილარეტი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 20 მარტს გაავრცელა.


close დახურვა