ომში მყოფი უკრაინის სახალხო დამცველმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სათანადო მკურნალობა. ომბუდსმენი შეშფოთებულია იმით, რაც მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე ნახა. იგულისხმება პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის პირდაპირ სხდომაზე დამძიმება, როცა სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლის დასრულება ვერ შეძლო და პროცესი ბადრაგის დახმარებით დატოვა.