უკრაინის პარლამენტის ყოფილმა და მოქმედმა დეპუტატებმა კიევის აეროპორტში იჩხუბეს. რადიკალური პარტიის ლიდერი ოლეგ ლიაშკო თავს დაესხა პრეზიდენტის თანაპარტიელს ანდრეი გერუსს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გავრცელებული ცნობით, ლიაშკოს თავდასხმის მიზეზი ის გახდა, რომ ოქტომბრიდან უკრაინამ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი განაახლა. თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეო-მასალაში ჩანს როგორ ესხმის თავს ოლეგ ლიაშკო და ადანაშაულებს ოპონენტს რუსეთის სასარგებლოდ მუშაობაში. ჩხუბთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა, რაც 5-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.