logo
ENG



უკრაინის პასუხი სუს-ის ტერორიზმის საქმეზე

06 თებ 202420:32
3 წუთის საკითხავი
 

რუსული პროპაგანდისტული მედია კვლავ კობახიძეს ციტირებს. პრემიერმინისტრობის კანდიდატმა სუს-ის ვერსია განავრცო და შეთქმულების თემას დაუკავშირა მიმდინარე გამოძიება. ოცნების ხელისუფლება კიევს ისევ მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში ადანაშაულებს და ამასთან, თავს ესხმის უკრაინის საელჩოს. დიპლომატიური მისია იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ასაფეთქებელი მოწყობილობების საქმეზე პოლიტიზებისაგან თავს შეიკავებს. უკრაინული მხარე თავად ამოწმებს ინფორმაციას. სუს-ს არავის დაუკავებია, მაგრამ ამტკიცებს, რომ უკრაინის მოქალაქის ორგანიზებით და NATO-ს წევრი ქვეყნების გავლით, საქართველოში ასაფეთქებელი მოწყობილობები შემოვიდა რუსეთში გასატანად.

 


close დახურვა