უკრაინის პირველი პრეზიდენტი, ლეონიდ კრავჩუკი 89 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
ინფორმაციას უკრაინული მედია კრავჩუკის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლეონიდ კრავჩუკი უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობას 1991-94 წლებში იკავებდა.